სამგორის რაიონის გამგეობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაზიფიცირების საფასურს უფინანსებს

სამგორის რაიონის გამგეობა სოციალურად დაუცველ, დევნილ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს გაზიფიცირების საფასურს უფინანსებს. აღნიშნული სახის დახმარება გამგეობის ერთ-ერთი სოციალური პროგრამაა და სისტემატიურად ხორციელდება.

ამ ეტაპზე, საშემოდგომოდ სამგორის რაიონის გამგეობამ 104 ოჯახის აბონენტირების საფასურის დაფინანსება მოახდინა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 83 200 ლარი გამოიყო.

სხვადასხვა მისამართზე კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს გაზიფიცირების დაფინანსების შესახებ ბრძანებები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები