მაკო კახეთელიძე: აზროვნებაში არის თავისუფლება და თუ შენ აზროვნებ, დღეს იქ არ იდგები

ფეისბუქმომხმარებელი მაკო კახეთელიძე 8 ნოემბრის მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ წავიდნენ აქციაზე.

„არ მაძინებს თავისუფლებაზე ფიქრი… რა არის თავისუფლეება და როგორ უნდა იცხოვრო, რომელ მხარეს უნდა იდგე რომ ამაყად, მხრებში გაშლილი თქვა – მე თავისუფალი ვარ!!! იქნებ თავისუფლება სულაც ჭაობიდან და სიღრმიდან ყვირის ?! იქნებ თავისუფლება უჰაერობაშია, უწყლობაში, შიშში და გაუღწევლობაში? იქნებ სწორი დროა საჭირო და სწორი მომენტი და არა აქ და ახლა?! იქნებ შენ მაშინ ხარ მაგარი თუ გაიაზრებ როდის იბრძვი და არა
უბრალოდ ქაოსურ ბრძოლაში… ახლა სასტუმროში ვარ და დაინფიცირებულ 91 წლის ბებიას ვუვლი, რადგან სკლეროზიანი, კოვიდ დადასტურებულის მოვლას ვერავის დაავალდებულებ და ამის უკან კიდევ რამდენიმე საშინელი ,სტრესული კვირები იყო… თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი ჯოჯოხეთი მე პირველად გავიარე და თუ შენ ვინც ამას კითხულობ არ იცი ეს რა არისს მაშინ მე გეტყი რომ ეს ძალიან მძიმეა… მძიმეა როცა შენს ოჯახში ასეთი რაღაც ხდება. სახლიდან და მობილურიდან კი არ ადევნებ თვალს ამ მოვლენებს და ვრცელ სტატუსებს კი არ აქვეყნებ იმასთან დაკავშირებით რომ ეს რა ხდება მსოფლიოში, შენს ქვეყანაში და როდის დავიწყებ ისევ სამსახურს და ნორმალურ ცხოვრებას დილის ყავით ან ღამე თუ არ ვისეირნებ რა მეშველება ან მოდი ყველამ ლამაზად პირბადეეები გავიკეთოთ და აქციაზე გავიდეთ სპირტებით და ხელთათმანეთ… არა ეს არის ერთ თვიან რეჟიმში ყოველდღიური ნერვიულობა, ყოველწამიერი სტრესი რადგან მთელი შენი ოჯახი გადაფანტულია თბილისის რეანიმაციებში და სასტუმროებში, როცა ვირუსი 4 თვის ჩვილ ტყუპ დისშვილებს უდასტურდებათ თავის დედ მამით, როცა საკუთარი დედა 38 სიცხითაა დღეები და სხეულს ვერ გრძნობს, როცა შენი ძმა იზოლირებულია ოთახში და როგორც კეთროვანს ისე ექცევი, მაგრამ თან ყოველ წამს აბჯარასხმული შედიხარ და ეკითხები როგორ არის, როცა ბიძაშენი 39 სიცხით ორმხრივ ფილტვების ანთებას ებრძვის და ამ ყველაფრის ფონზე უშიშრად შედიხარ სასტუმროში ბებიის მოსავლელად როგორც სანიტარი… შეუწყვეტელი ზარები პირად ექიმთან, უამრავი სტატია და განცხადება, შფოთი და უძილობა, უმადობა, დამამშვიდებელი და მოკითხვების დიდი ჯარი…

ერთი თვე მეგობრებო ეს რეჟიმი!!! შეუსვენებლად!!! ამოსუნთქვის გარეშე!!! ჩავარდნის გარეშე!!! პაუზის გარეშე!!! მაპატიეთ თუ ამ გადმოსახედიდან და გამოცდილებიდან ვიტყვი რომ არ უნდა წახვიდეთ აქციაზე!! მითუმეტეს როცა საკუთარ თავზე და ტყავზე არ გაქვს გამოცდილი რა არის ეს… როცა შენს შვილს, რომელიც ხელში გიჭირავს გათიშული ვერსად ათავსებ, როცა შენს ცოლს რომელიც ყველაფერზე მეტად გიყვარს სახლში მკურნალობ… როცა ამდენი ადამიანი იხოცება ზუსტად ამ გადატვირთულობის გამო ამ დროზე ვერ მისვლის, ამ ადგილის არ ქონის გამო .. არ მჯერა არც ერთი პოლიტიკოსის, ვინც ასეთ დროს გარეთ გამოსვლას მოგიწოდებს , არ მჯერა რომ ჩემს მეგობრებს გააზრებული აქვთ ეს და იციან რა კატასტროფაა და მაინც მიდიან… ვინც მიცნობს
იცის, რომ მშიშარა არ ვარ… სწორედ ამიტომ შენ მეგობარო რამდენიმე საათში როცა კარს გააღებ და აქციაზე წახვალ, იცოდე რომ შენს უკან ადამიანები არიან და იყავი მზად რომ დაიღუპება ბევრი ადამიანი , იყავი 1 თვიანი ჯოჯოხეთისთვის მზად და იცოდე რომ შენ პასუხისმგებლობას იღებ შენი აქციობანათი.

ნუ დაელოდები პრეზიდენტს, ნუ დაელოდები პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, თვითონ ადექი და გაიკეთე პირბადე, ცოტახანიც მოითმინე და ნუ ივლი იქ სადაც ბევრი ხალხია, ნუ იწელები და ნუ იმანჭები, ნუ ეჯიბრები, ნუ ხარ სულ ყველათი და ყველაფრით უკმაყოფილო, დაიცავი წესები, შენით მოითხოვე და სახლიდან იმუშავე… სანამ არ იცი და არ გიგრძვნია, დააყენე ერთი ადგილი და მიეცი ექიმებს, იმ ექიმებს საშუალება უმკურნალოს ხალხს
რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავდა თვეების წინ… ვინ იცის შენც უკრავდი… მჭირდებოდა ეს რომ მეთქვა. ახლა როგორც გინდა ისე მოიქეცი , შენი ნებააა… მაგრამ ვერავინ მეტყვის მე რომ სამშობლო არ მიყვარს… ეს საკამათო თემაა და კიდევ გასარკვევია, რითი განისაზღვება სამშობლოს სიყვარული ?! ან შენ ხარ თავისუფალი და მე არა !! ან შენ იბრძვი და მე არა !! აზროვნებაშიც არის თავისუფლება და თუ შენ აზროვნებ დღეს იქ არ იდგები!”, – წერს მაკო კახეთელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები