გოგა ჩანადირი: ბევრს ამ დროს ძინავს, ქალბატონი ლეილა კი წვიმაში, სიცივეში თბილისის ქუჩებს გვის

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ქალბატონი ლეილას ფოტოს აქვყნებს, რომელიც, ფოტოგრაფის თქმით, მაშინ მუშაობს, როცა მოქალაქეებს ძინავთ და ქალაქს ძირს დაყრილი ნარჩენებისგან ასუფთავებს.
„ბევრს ამ დროს ძინავს, ქალბატონი ლეილა კი წვიმაში, სიცივეში თბილისის ქუჩებს გვის, რომ დილით სუფთა ქალაქი დაგხვდეს.
და იცით, რა ყრია ძირს და, თანაც, ნაგვის ყუთებთან? – ნამწვები, გაზიანი სასმელების ქილები, ბოთლები, პოლიეთილენის პარკები.
არადა, რა ადვილია ნარჩენების ყუთებში ჩაყრა.
ახლა, როცა მეც ძილისთვის ვემზადები და უმეტესებოსაც ძინავს, ქალბატონი ლეილა წვიმაში, სიცივეში ჩვენი დაყრილი ნარჩენებისგან ასუფთავებს თბილისს”,  – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები