ამირან გამყრელიძე: მაქსიმალურად უნდა იქნას მობილიზებული სამედიცინო რესურსი, მათ შორის, ის ექიმები, რომლებიც პენსიაზე არიან გასული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა იქნას მობილიზებული სამედიცინო რესურსი, მათ შორის, ის ექიმები, რომლებიც პენსიაზე არიან გასული.
,,ვინაიდან სამედიცინო პერსონალის ინფიცირება საკმაოდ გაიზარდა და რეალურად სამედიცინო პერსონალი ის ნაწილია, რომელთა დახმარებაც კოვიდის დასამარცხებლად გადამწყვეტია, ამიტომაცაა მოწოდება, რომ ექიმები, რომლებიც პენსიაზე არიან, მათი რესურსი გამოვიყენოთ კოვიდთან ბრძოლაში. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში, მაგრამ კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებში შესაძლებელია. ამიტომაცაა მოწოდება, რომ მაქსილამურად იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო რესურსი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.