ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

„ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები. ჩვენც მივდევთ ამ სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ლოკდაუნები. წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესების. ამაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები