კრწანისის რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თბილისში, კრწანისის რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საგზაო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე პარალელურად ხორციელდება.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სამუშაოები ოთხ მისამართზე ხორციელდება. მათ შორისაა ხანძთელის პირველი ჩიხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ასფალტის საფარი ისხმება.
მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 41 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 60 მისამართზე შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები