ეკატერინე ტიკარაძე: მას შემდეგ, რაც პრემიერსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, შემუშავდა სია, რომლის მიხედვითაც მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება
“მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა და არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვითაც ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება მოხდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა თანამშრომელს მიეცა მითითება, თუ ვინ უნდა გადასულიყო იზოლაციაში.
„ჩვენ ვხელმძღვანლობთ იმ პროტოკოლით, რომელიც დადგენილია სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისა და სხვა სამსახურებისთვის. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა კონტაქტებთან მიმართებით, ასევე, ყველა თანამშრომელს მიეცა მითითება, თუ ვინ უნდა გადასულიყო იზოლაციაში. არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვით გეგმურად მოხდება ყველა პერსონალის გატესტვა”, – განაცხადა ტიკარაძემ.