ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე, მსოფლიოში 5 პრევენციულ ღონისძიებაზე მეტად ეფექტური, ჯერჯერობით, არაფერი არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მსოფლიოში 5 პრევენციულ ღონისძიებაზე მეტად ეფექტური, ჯერჯერობით, არაფერი არსებობს.

გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირბადის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.

“5 მთავარი პრევენციული ღონისძიება, ამაზე უკეთესი კაცობრიობამ, ჯერჯერობით, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პანდემიაა,  ვერ მოიგონა, ესაა: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდი შეკრებები, ამას ძალიან ხაზს ვუსვამ და ღონისძიებები გარე სივრცეებში. პირბადეს აქვს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამან ეს გვაჩვენა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები