პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, ოპოზიციას კარვების გაშლა სურს, სამართალდამცველები ამის უფლებას არ აძლევენ
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ლიდერებს კარვების გაშლა სურთ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.
ადგილზე ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმყოფება. ტერიტორიაზე მცირე ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, პოლიციამ მათ კარავი ჩამოართვა.