ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, რუსთაველის გამზირი არ გახსნან
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, რუსთაველის გამზირი არ გახსნან, რადგან მათი თანამოაზრეები აქციას შეყოვნების გარეშე შემოუერთდნენ.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან საავტომობილო გზაზე გადაინაცვლეს და სამართალდამცველებს გზის გახსნის უფლებას არ აძლევენ.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.
გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.