ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ სამართალდამცველებმა მათ ბიზნესცენტრთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა, რამდენიმე ლოკაციაზე მცირე ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტს წინ იყვნენ შეკრებილი და მსვლელობით გადაინაცვლეს ბიზნესცენტრისკენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.