პარლამენტთან აქცია დასრულდა – მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მიემართებიან
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
ამჟამად, აქციის მონაწილეები, ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, მსვლელობით სოლოლაკში, პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიემართებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სურთ ივანიშვილს გააგონონ ოპოზიციის ხმა, რომ ისინი არ ეთანხმებიან გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომ ისინი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ოღონდ დათქმით, რომ უნდა მოხდეს ცესკო-ს ამჟამინდელი შემადგენლობის გამოცვლა, და უწყების თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.
როგორც აქციაზე აღინიშნა, ოპოზიცია აქციების გაგრძელებას გეგმავს. პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია დაინიშნა 8 ოქტომბერს, 15:00 საათზე.