ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა
“კვირას, 8 ნოემბერს სამ საათზე ძალიან ბევრნი შევიკრიბებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ ბრძოლას ვწყვეტთ”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
“ნაციონალური მოძრაობის” სახელით მინდა ვთქვა, ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თავისუფალ გარემოში ჩატარებულს. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. კვირას, სამ საათზე ძალიან ბევრნი შევიკრიბებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ ბრძოლას ვწყვეტთ, არავითარ შემთხვევაში. ეს ისტორია ჩვენი დასაწერია, ყველამ გავიაზროთ რა მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ”, – განაცხადა მელიამ.