პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, 2019 წლის 4 ივლისს სამართალდამცველების მიერ მისთვის დამაგრებული სპეციალური ელექტრონული სამაჯური, თვითნებურად მოიხსნა.
აღნიშნული მან პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გააკეთა, სადაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
“აღარ ვატარებ ამ სამაჯურს, აღარ ვატარებ იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიჯდები თქვენთან ამ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. მე ვერ ვეტყვი დედაჩემს, ჩემს მეგობრებს, წამოდით ვიბრძოლოთ, მაშინ როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ნახვამდის სამაჯურო! გადმოვაგდებ, ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ”,- თქვა მელიამ და სამაჯური ხალხში ისროლა.