ოპოზიცია ხვალ არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით აქციას აანონსებს
ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, ხვალ 16:00 საათზე შეიკრიბონ და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ცესკოს შენობასთან განაცხადეს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებს და ხელისუფლებას მოუწოდებს ის ხელახლა ჩატარდეს.