კობახიძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: საბოტაჟის და დესტრუქციის საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ცესკო-ში თამარ ჟვანიას ბრიფინგის დროს მომხდარს ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც კომისიის წევრი არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისას ბრიფინგის ჩაშლას შეეცადა.

კობახიძის თქმით, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული ქმედება, რომელის შესახებ მმართველი პარტიის მხრიდან წინა დღეებში იყო საუბარი.

“იყო ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, რომელიც იმ დესტრუქციულ ქმედებას ახორციელებდა, რომელიც დავაანონსეთ რამდენიმე დღით ადრე. მოვუწოდოთ ყველას, რომ ნუ მოაწყობენ საბოტაჟს. სამი დღის წინ ვსაუბრობდით საბოტაჟზე და მოხდა ის რაც მოხდა. საბოტაჟის და დესტრუქციის საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს. დაელოდონ მეორე ტურებს, ან დამარცხებას. თბილისში და დიდ ქალაქებში მოსალოდნელია მეორე ტური განხორციელდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები