ცესკოს საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს აცხადებდა, ინციდენტი მოხდა. რა დროსაც “ნაცმოძრაობის” ცესკოს წევრი დავით კირთაძე პირდაპირ ეთერში შეიჭრა და ჟვანიას მიმართა რომ ეს არ იყო რეალური შედეგები.
“არ მოგცემთ საზოგადოების მოტყუების საშუალებას. თქვენ ასახავთ ტყუილს და ამბობთ სიცრუეს”, – მიმართა კირთაძემ ჟვანიას. რაზეც ჟვანიამ უპასუხა, რომ ეს არ იყო საბოლოო შედეგი.