ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერი მოეწყო
ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N 104 – ის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, 1300 კვ.მ. ფართობზე საბავშვო მოედანი და გარე განათების სისტემა მოეწყო. ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ტერიტორიაზე სკამები, ურნები და ფანჩატური განთავსდა.
სამუშაოები შპს „სერვისი 2015“ – მა განახორციელა.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 165 579 ლარით დაფინანსდა.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე გაეცნო.