ბაქრაძის N11-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბაქრაძის ქ. N11-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია, ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 692 ლარია გამოყოფილი.