ბაღდათში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე გარდაცვლილია ბავშვის მამა, ბიძა და ბებია.
კლინიკაშია გადაყანილი ბავშვის დედა და კიდევ ერთი არასრულწლოვანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.