“ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება, იყოს რეკორდული”

“ჩვენ, ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება, იყოს რეკორდული მაჩვენებელი”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის იმის საშუალება, რომ ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულების მაღალ რაოდენობას გაუმკლავდეს.

„დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. იცით, რომ დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე და გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი, არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ  – რაოდენობრივ მონიტორინგს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა. შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის მანძილზე ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდ ინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები