ამირან გამყრელიძე: საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების კუთხით ვითარება მართვადია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით ვითარება მართვადია.
მისივე ინფორმაციით, ევროპის მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობით, საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს.
„ტესტირების მონაცემებით, რომელიც მილიონზე ან 100 000 მოსახლეზე ითვლება, დღეს მილიონზე გვაქვს 213 000 „პისიარ“ ტესტი, ამას თუ დაამატებთ 100 000 მოსახლეზე ანტიგენზე დამყარებულ ტესტს, არა გვიშავს. ანუ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადღაც შუა მაჩვენებელზე ვართ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზულად რთულდება ეპიდსიტუაცია, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მართვადია. მართვადია როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით. ბოლო კვირების განმავლობაში, ინტენსიური ზრდის მიუხედავად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არ არის ისეთი დიდი, როგორც – ევროპის მთელს რიგ ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.