წერეთლის გამზირზე ირმის რქა, ამბრის ხე, წითელი ნეკერჩხალი, მუხა და კავკასიური ნეკერჩხალი დარგეს

დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
გამწვანების აქციის ფარგლებში, წერეთლის გამზირის N69, N71, N73 ა და ბ კორპუსების ეზოებში, ასევე, მეტრეველის ქუჩის N2-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N51-53-ში 26 ძირი ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო. მათ შორის: ირმის რქა, ამბრის ხე, წითელი ნეკერჩხალი, მუხა და კავკასიური ნეკერჩხალი. თითოეული ხის სიმაღლე არანაკლებ 4 მეტრს შეადგენს.
აღნიშნული ხეების რგვასა და მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეა პეიზაჟ გეორგია“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 16 480 ლარი გამოიყოფა.
გამწვანების აქციები დიდუბესა და დიღომში სხვადასხვა მისამართზე იგეგმება. აქციის მიზანი დიდუბის რაიონის ეტაპობრივი გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები