თამარ მეფის ხიდთან კუნძული ღამით არ ჩანს, ორჯერ კინაღამ შევაფრინდი – ამირან სალუქვაძე
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში იუსტიციის სახლთან და თამარ მეფის ხიდთან მოწყობილი უსაფრთხოების კუნძულების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ორივე მათგანი საცობის შექმნას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მისივე თქმით, თამარ მეფის ხიდთან მდებარე კუნძული ღამით არ ჩანს, რაც საგზაო შემთხვევის ალბათობას ზრდის.
„მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან და თამარ მეფის ხიდთან გაკეთებული კუნძულების აზრი ვერ გავიგე. საცობების წყაროა. ან თამარ მეფის ხიდთან ზებრა ვისთვის კეთდება, ვინ დადის მანდ ფეხით? ბოლო-ბოლო 100-150 მეტრში შუქნიშანია და იქ შეიძლებოდა?!
ერთი ზოლი ამ კუნძულებს მიაქვს. ცალკე ველო თუ მოტობილიკი დაემატა აბანოთუბნიდან იუსტიციის სახლამდე. გზა შევიწროვდა. ნახევარმა ტარება არ იცის. მოსახვევებში ერთ ზოლში ვერ ეტევიან, მეორეს აფერხებენ…
ხიდის ქვეშ ან მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე ზებრა რატომ კეთდება?
ამ ყველაფერს სჯობდა, ორთავე სანაპიროზე შუაში ერთი ზოლი სასწრაფოსთვის (სახანძრო, პოლიცია) გაკეთებულიყო. დღეს რამდენიმე სასწრაფო შემხვდა სანაპიროზე, საცობებში…
ამას აღარ ეშველება. რისთვის ვწერ – ეს კუნძული, თამარ მეფის ხიდთან, ღამით, ფარების ფონზე არ ჩანს. ორჯერ კინაღამ შევაფრინდი…
იქნებ, ავარიული შუქნიშანი დაუყენოთ, ან სხვაგვარად მოინიშნოთ ისე, რომ გამოჩნდეს?!
ბევრი რამ კარგი კეთდება ქალაქში, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილება აშკარად გადასაკეთებელი იქნება, ოდესმე…“ – წერს