დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში, მე-12 და მე-13 კორპუსების ეზოებში ასფალტის საფარს აგებენ

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მე-12 და მე-13 კორპუსების ეზოებში 1570 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების ფარგლებში, 440 კვ.მ ფართობზე ტროტუარი წესრიგდება, ასევე, 466 გრძ.მ ბორდიური ეწყობა.
პროექტი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები