კოჯორში საყრდენი კედლები ააშენეს

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
კოჯორში, ორბელიანის ქუჩასა და ვერაზე, ლაპიაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდა და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 17 423 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები