ტერევერკოს ქუჩის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ტერევერკოს ქუჩის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა უკვე დააგო, ამ ეტაპზე კი გამწვანების თარგებში მიწის შეტანის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში ასფალტის მეორე ფენა 2240 კვ.მ ფართობზე დაიგება და გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდება. პროექტის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები