წინუბანში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში, მერი მდივნის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 172 000 ლარი გამოიყო.
წინუბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს გამგეობის კონტრაქტორი „ექსპრეს კომპანია“ ახორციელებს.