ამირან გამყრელიძე: არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები.
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ როგორც რესპირაციული ინფექცია, კორონავირუსი ზაფხულში შემცირდებოდა და შეიძლება, გამქრალიყო. ამიტომ, დაავადების დასაწყისში ერთადერთი ბერკეტი მასთან ბრძოლისა იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, შემდეგ კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მსუბუქდება, არ გაქრა. ამიტომ, სლოგანი, რასაც ახლა ჩვენ ვიყენებთ – არის, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება, რადგან ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები. ყველაზე ბევრი შემთხვევაა ამერიკაში, მაგრამ ის ჩაკეტილი არ არის. არის შემთხვევების ზრდა, მაგრამ საბაზისო ეკონომიკური მიმართულებები ფუნქციონირებს, ანუ ვსწავლობთ თანაცხოვრებას. პოლიტიკა არის ასეთი, არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.