პეკინის გამზირზე, კორპუსში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

პეკინის გამზირზე, I კვარტლის N6 ბ კორპუსში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, 108 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი განახლდება.
აღნიშნულ მისამართზე მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 56 ოჯახს პრობლემა მოუგვარდება.
პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 322 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები