ეკატერინე ტიკარაძე: ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არავინ დარჩება
“არსებობს ბევრი კრიტერიუმი, რითაც ექიმები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელი პაციენტი რჩება ბინაზე, რომელი პაციენტი გადადის კოვიდ სასტუმროში და რომელი გადადის საავადმყოფოში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გართულებების შემთხვევაში, ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი პაციენტები ჰოსპიტალში მოთავსდებიან.
„სახელმწიფოსა და ექიმების მიდგომა არის შემდეგი, არცერთი პაციენტი უნდა დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მათ აუცილებლად გადავიყვანთ კოვიდ სასტუმროში ან კოვიდ საავადმყოფოში. ეს არის დაკვირვების პროცესი. გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები. პაციენტი, რომელიც არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს და არ აქვს თანმხლები დაავადებები, მისის ბინაზე დაშვება შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული გართულების შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დაუკავშირდება 112-ს, ჩვენ მივიღებთ ზარს გადაუდებელი მართვის ცენტრში და გადავიყვანთ პაციენტს ჰოსპიტალში“, – განაცხდა ტიკარაძემ.