ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებულთა რაოდენობასთან ერთად, კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობაც იზრდება
“კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობის მატებასთან ერთად, კრიტიკულ პაციენტთა რიცხვიც იზრდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 53 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„დღეს 53 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ისინი განთავსებულნი არიან სხვადასხვა რეგიონში, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ რეანიმატოლოგების მხრიდან ხორციელდება ცენტრალიზებული მონიტორინგი. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეანიმატოლოგების კლინიკური ჯგუფი, რომლებიც ცენტრალიზებულად მართავენ ამ პაციენტებს. მათი მხრიდან ხდება ყველა საჭირო ღონისძიებისა და მკურნალობის შეთანხმება. ისინი ჩართულნი არიან ამ პროცესში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.