კაჭარავას მეხუთე ჩიხში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კაჭარავას მეხუთე ჩიხში მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 36 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი – ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.