გაიცანით წარმოშობით სოხუმელი იაკობი, რომელიც თბილისის ქუჩებს უვლის

ფოტოგრაფმა, გოგა ჩანადირმა, საკუთარი „ფეისბუქგვერდის“ მეშვეობით, საზოგადოებას იაკობ გერლიანი გააცნო, რომელიც წელიწად-ნახევარია, თბილისის ქუჩების დასუფთავებაზე ზრუნავს.

„ეს 45 წლის იაკობ გერლიანია. წარმოშობით სოხუმელია. 18 წლის იყო, შშობლები აფხაზეთის ომის დროს რომ დაკარგა. მაინც მხნედ არის და იმ ქალაქს უვლის, სადაც ახლა ცხოვრობს – თბილისში. ჩემს ქალაქს ვემსახურებიო, ამბობს ის და ყოველდღე ქუჩებს გვის. ხშირად მხვდება ძირს დაყრილი ბოთლები, ნამწვები და პარკებიო, არადა, ნაგვის ყუთი ყურის ძირში აქვთო, დანანებით გვეუბნება იაკობი. წელიწად-ნახევარია, „თბილსერვისში“ მუშაობს და ეს სურათი არ ეცვლება. არადა, რა მარტივია ნარჩენების ნაგვის ყუთებში ჩაყრა”, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები