სუხიშვილის ქუჩაზე სკვერს რეაბილიტაციას უტარებენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე, 7 180 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გიგა გიგაშვილი მოადგილე პაატა ტოგონიძესთან, რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს წევრ რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, ფანჩატური, ფურნიტურა, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის სოკო და წყარო მოეწყობა.
განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე, გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები