სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, თანამდებობიდან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, არგიშტი ქიარამანი იქნა გათავისუფლებული.

არმენ სარქისიანის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ქიარამიანის თანამდებობიდან გათავისუფლება ქვეყნის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინადადების საფუძველზე, კონსტიტუციის პირველი ნაწილის 133 მუხლის, ასევე, “ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების შესახებ” კანონის პირველი ნაწილის 4,1 მუხლის შესაბამისად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები