მოსკოვის გამზირზე, გასამწვანებელ ფართობზე ბალახს თესავენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით, დათესვის სამუშაოებს ახორციელებს.
ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა გასამწვანებელ ფართობზე სპეციალური მანქანით ნარევის შესხურებას გულისხმობს. ნარევი ბალახის თესლის, სასუქებისა და ნიადაგის გასაუმჯობესებელი დამხმარე ნივთიერებებისაგან შედგება.
თითოეული ტერიტორიისთვის ნარევის შემადგენლობა ინდივიდურად მუშავდება.
აღნიშნული სამუშაოების გამო, მოვუწოდებთ ყველას, არ გადავიდნენ ახლად დათესილ ტერიტორიებზე, რათა ბალახის ზრდა-განვითარება არ შეფერხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები