ვაკის პარკში ზეხმელი და დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება

სანიტარიული ჭრის ფარგლებში, ვაკის პარკში 36 ძირი ზეხმელი და დაავადებული ხე მოიჭრება. მათ შორისაა 1 ძირი ქლიავის ხე, 2 ძირი კედარი, 2 ძირი ამერიკული ნეკერჩხალი, 1 ძირი იფანი და 30 ძირი ფიჭვი.
სანიტარიული ჭრა დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პარკის ტერიტორიაზე არსებული 80%-ზე მეტად ხმობაში შესული მწვანე ნარგავი მოიჭრება.
დაავადებული და ხმობადი ხეების სანაცვლოდ, ნერგების დარგვა მომავალ წელს, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის იგეგმება.
ვაკის პარკში სანიტარიული ჭრა კვლავ გაგრძელდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება.
სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი” განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები