წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – საქართველოს ეროვნული არქივი
2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. ამ დღეებთან დაკავშირებით, ეროვნული არქივი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდის კოლექციას აქვეყნებს, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879 წლის 31 მარტს შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
კოლექცია ქვეყნდება საქართველოში 2020 წლის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ პან-ევროპული თემის „მემკვიდრეობა და განათლება“ ფარგლებში.
იხილეთ ბმული:
https://archive.gov.ge/ge/tsera-kitkhvis-gamavrtselebeli-sazogadoeba-1?fbclid=IwAR18rsBaCR-KMVEt6jOjOARqyC0uzccG228dc7sobZfUyZjUqPILyonuCuU