შავი ზღვის სანაპიროზე, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

“6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა, 30 მ/წმ – ს გადააჭარბოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები