ალექსიძის ქუჩაზე სკვერს რეაბილიტაციას უტარებენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გიგა გიგაშვილი მოადგილე პაატა ტოგონიძესთან, რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს წევრ რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, მშრალი ტიპის შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, დეკორატიული საყვავილე ქოთნები, ველოპარკინგი, სასმელი წყლის სოკო და წყარო მოეწყობა.
ასევე, განთავსდება საპარკე ფურნიტურა. მოეწყობა განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები.
განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე, გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები