წინამძღვრიშვილის ქ. N117-ში საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქ. N117-ში, თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.
აღნიშნულ მისამართზე 11 ოჯახი ცხოვრობს.
პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი – ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები, ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 17 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები