ილია მეორე: მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი

“მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში მისი დაჯილდოვების ცერემონიაზე განაცხადა.

პატრიარქის თქმით, თავისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი ქართველი ერის ერთობაა.

„მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“, – განაცხადა პატრიარქმა.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში პატრიარქის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სასულიერო აკადემიამ პატრიარქს honoris causa-ს საპატიო დიპლომი გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები