ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას აპლიკაცია STOP COVID-ის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას სთხოვს, აპლიკაცია STOP COVID  აქტიურად გამოიყენონ.

მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია 217 000-მა ადამიანმა ჩამოტვირთა.

„13 000-ზე მეტმა ადამიანმა გააგზავნა შეტყობინება, საიდანაც 17 ინფიცირებული ადამიანი აღმოვაჩინეთ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, თუ ჩვენ უფრო მეტად გავააქტიურდებით ამ მიმართულებით და ადამიანურ რესურსებთან ერთად შევძლებთ და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის დროული ინდენტიფიცირება და, რაც მთავარია, ინფექციის ჯაჭვის დროული გაწყვეტა და ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ეპიდემიოლოგებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები