“ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს”

“სახელმწიფო არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ცესკოსთან აქტიურად თანამშრომლობს”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე, უცხოელი დამკვირვებლებისთვის უსაფრთხო უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკო-სთან. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით და ნამდვილად ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოდ და ასევე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები