ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაცვლილი სამი პაციენტიდან 2 ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან 2 ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, რეანიმაციაში 115 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„გვაქვს სამი გარდაცვალება, 2 ბათუმში, 1 კი – ქუთაისში. ამ ეტაპზე, სუნთქვის აპარატზე არის 23 პაციენტი, რეანიმაციაში კი 115 პაციენტია. კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 პაციენტს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.