შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
პოლიციამ ნ.ხ. და თ.ხ. ბრალდებულების სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს,”- წერია ინფორმაციაში.