საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 82 წლისაა. პაციენტი ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან პირველ ოქტომბერს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პაციენტს თავის ტვინში სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა და ბათუმის კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კორონავირუსიც დაუდასტურდა.

„ეს პაციენტი მკურნალობდა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში საკმაოდ მძიმე დიაგნოზით, თავის ტვინში სისხლჩაქცევით. იქ ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა და დადგინდა, რომ პაციენტი იყო კოვიდინფიცირებული. პირველ ოქტომბერს ბათუმიდან ჩვენს კლინიკაში მოხდა პაციენტის გადმოყვანა. ანამნეზში არის თავის ტვინის სისხლჩაქცევა, იყო გულისა და სუნთქვის უკმარისობა. მისი ასაკი იყო 82 წელი. ჩვენი აქტიური მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 50-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები