ჰუბერტ ქნირში: მივესალმებით, რომ საქართველო კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს სთავაზობს
“მივესალმებით იმას, რომ საქართველო კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს სთავაზობს, ამას აკეთებენ ასევე გერმანია და ევროკავშირიც”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ის უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.
„ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. მივესალმებით იმას, რომ საქართველო სთავაზობს კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს, ამას აკეთებენ ასევე გერმანია და ევროკავშირიც. ანგელა მერკელმა მოუწოდა სახელმწიფოს თავმჯდომარეებს, რომ აქტიურად ჩაერიონ ამ საკითხში. იმედი მაქვს, ეს საერთაშირისო ძალისხმევა მიგვიყვანს იქამდე, რომ მხარეები დიალოგის მაგიდას მალე მიუსხდებიან“, – განაცხადა ელჩმა.