მამუკა მდინარაძე: ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად არ აყვნენ პროვოკაციას

“ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად არ აყვნენ პროვოკაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ​როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

„სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა მოჰყვა. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, ამ ფაქტის გამოც ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციაზე აყოლისგან. როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი პროცესს აზიანებს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, რადგან ძალადობას არაფერი ამართლებს და არგუმენტი არ არსებობს, რის გამოც სამართალდამცავმა ან ვინმემ უნდა გაამართლოს კონკრეტული პირის რაიმე ბრალეული ქმედება.

ამას რევანშის სახით მეორე დღესვე, შედეგად მოჰყვა დაკავებული შუბითიძის ძმის ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანება. მას სახის ყველა ძვალი მოტეხილი და დაზიანებული აქვს. მას საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მეორე დღეს, დახვდნენ და სასტიკად სცემეს. ახლა კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მისი ძმის მიმართ შურისძიება. ეს ადამიანი არის საარჩევნო სპეციალისტი, იცით, რომ საარჩევნო კომისიებში ჩვენი წევრების დაკომპლექტება მიმდინარეობს, მათ ორი კურდღლის დაჭერა სცადეს და ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები